აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ბოლივიაში აშშ-ს წინააღმდეგ კუბისთვის ჯაშუშობა აღიარა

-ს ყოფილმა ელჩმა ბოლივიაში, ვიქტორ მანუელ როშამ, რომელსაც ათობით წლის განმავლობაში აშშ-ს წინააღმდეგ კუბისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, ბრალი აღიარა.
როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, ეს უცხოური აგენტის მიერ ამერიკის მთავრობის ინფილტრაციის ყველაზე მასშტაბურ და ხანგრძლივ შემთხვევას წარმოადგენს.
აშშ-ს სასამართლო ჩანაწერების ონლაინ სისტემაში წერია, რომ როშასთვის განაჩენის გამოტანა 12 აპრილს არის ჩანიშნული.
როშა აშშ-ს ელჩის თანამდებობას ბოლივიაში 2000-2002 წლებში იკავებდა. ვიქტორ მანუელ როშა ახლა 73 წლისაა და მაიამიში საკუთარ სახლში დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, ვიქტორ მანუელ როშა აშშ-ს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა, რათა შეენარჩუნებინა მისი საიდუმლო მისია. ასევე ის ხვდებოდა კუბის დაზვერვის წარმომადგენლებს და მათ სახელმწიფო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს აწვდიდა.