აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
„დღეს, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი გამოვაცხადეთ. ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა ს ხარკოვის მახლობლად ს თავდასხმის მოგერიებაში დავეხმაროთ, უკრაინას ბრძოლის ველზე მისი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ს მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა და მრავალ სხვას მოიცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ