ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და დრონების საწინააღმდეგო იარაღს.
გამოცხადებული დახმარების პაკეტში ასევე შედის : მაღალსიჩქარიანი რადიაციის საწინააღმდეგო რაკეტები, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით აღჭურვილი მანქანები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები, მსუბუქი ტაქტიკური მანქანები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული დამცავი მოწყობილობა, ჯაველინის და AT-4 ჯავშანტექნიკის სისტემები, მილით გაშვებული, TOW- ის ტიპის რაკეტები, ყუმბარები და სასწავლო აღჭურვილობა, ასევე სათადარიგო ნაწილები, დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, წვრთნა და ტრანსპორტირება.
ბლინკენის თქმით, დახმარება აშშ-ის სამხედრო რეზერვებიდან გამოიყოფა.