აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლე როზალინ კარტერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როზალინი 96 წლის იყო. „კარტერის ცენტრის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მშვიდობიანად გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარტერი სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებდა და დროს 99 წლის ქმართან ერთად გაატარებდა.
მაისში როზალინ კარტერს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ჯიმი და როზალინ კარტერების ქორწინება 77 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე