აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაიწყო – რომელ ქვეყნებს ეწვევა ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ის ეწვევა, ისრაელია. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტი რეგიონში „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“ ისახავს მიზნად. ოსტინი კატარსა და ბაჰრეინსაც ეწვევა და ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება.
“მივემგზავრები ისრაელში, ბაჰრეინსა და კატარში, რათა ხაზი გავუსვა აშშ-ის ვალდებულებებს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით და, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში”, – დაწერა ოსტინმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება