აქციის მონაწილეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ მსვლელობით მიემართებიან

აქციის მონაწილეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა.
მათი თქმით, ის 83 დეპუტატს, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, მათ დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა.
აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც მათ არ აქვთ შესაძლებლობა პარლამენტის შენობის იმ გასასვლელთან მივიდნენ, საიდანაც დეპუტატები უნდა გამოვიდნენ, თუმცა სტუდენტებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შეძლეს პარლამენტის შესასვლელთან მისულიყვნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია