აფეთქება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანძრის შედეგად აფეთქება მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინება ადგილობრივი მედიასაშუალება News.am.
მედიის ცნობით, ხანძარი დილით, ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში გაჩნდა და საბოლოო ჯამში, ხანძარი გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლი ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩააქრეს.
მომხდარის დეტალები – რამ და როგორ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება – ჯერ უცნობია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების დარღვევა და ხანძრის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც, გაუფრთხილებლობით, ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მომხდარის შედეგად, წინასწარი მონაცემით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი პირი. ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და იგი რეანიმაციაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?