“ასე ივანიშვილს მივაყენებთ კუთხეში” – ბადრი გრიგალაშვილი

სააკაშვილის გამოსვლა ვნახე – ივანიშვილი გაყალბებულ შედეგებს გამოგვიცხადებს და ქუჩაში უნდა გავიდეთო.
ცხადია, ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ახლა ამომრჩევლისთვის იმის თქმა, რომ ს გზით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია – არც ჭეშმარიტებაა და არც სასარგებლო საქმე პროცესისთვის. გააყალბებს არჩევნებს? – კი ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა რომ სასურველ რიცხვს დაიწერს? – არა ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არასდროს ჩატარებულა, არც 2020-ში, არც 2016-ში, არც 2012-ში და არც იმის წინ. ის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დათმო ხელისუფლება სულაც არ ნიშნავს, რომ გაყალბება არ უცდიათ – მაშინაც გააყალბეს. უბრალოდ, იმდენად დიდი უპირატესობით მოიგო ქართულმა ოცნებამ, რომ შეუძლებელი იყო არჩევნების გაუქმების გარეშე სასურველი რიცხვის დაწერა. (იმის გარეშე რაც ვენესუელაში მადუროს რეჟიმმა ახლა გააკეთა). მაშინ არჩევნებზე მოვიდა 2 215 661 ადამიანი. 2016 წელს – 1 825 054. 2020 წელს – 1 992 881. ანუ, 2012 წლის მერე არჩევნებზე ოპოზიციამ ვერცერთხელ შეძლო იმდენი ამომრჩევლის მობილიზება, რაც გაყალბების პირობებშიც ხელისუფლებისთვის შეუძლებელს გახდიდა ძალაუფლების შენარჩუნებას. ავტორიტარიზმს უბრალო უმრავლესობა ვერ ამარცხებს. ჩვენ გვჭირდება დ ი დ ი უმრავლესობა. ასე დამარცხდა მიშაც 2012-ში. რა თქმა უნდა, მაღალი გამოცხადებაც არაა იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვენესუელის სცენარს არ გაიმეორებს და არჩევნებს არ გააუქმებს. მიშასგან განსხვავებით ის შეიძლება ამაზე წავიდეს. თუმცა, საფრთხე ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მავნებლური დამოკიდებულებებით გაუქმება არ დასჭირდეს და ტრადიციული გაყალბებაც იკმაროს. ანუ, არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა არ გაუთანაბრდეს 2012 წლის ნიშნულს და არჩევნები ჩატარდეს ისე როგორც აქამდე ტარდებოდა. გაყალბებით, მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის სავარაუდოდ კრიტიკული არ იქნება. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და ხმების დაცვა. ასე ივანიშვილს მივაყენებთ კუთხეში და ნებისმიერი მისი გადაწყვეტილები საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი იქნება.
არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება რეალურია.