ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. აშშ-ში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში

ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. -ში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში
ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში. ამას წერენ შეერთებული შტატების წამყვანი მეცნიერები, სოციოლოგები, სოციო-ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები და ა.შ., – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„იქამდე სოციალური გამოკითხვის დროს ამერიკელები არ იყვნენ გულწრფელები და არ ამბობდნენ იმას, რომ ტრამპს აძლევდნენ ხმას. ფაქტობრივად, თითქმის ვერავინ ვერ გამოიცნო, რომ ასეთი „წარღვნა“ იქნებოდა.
ტრამპი ამბობდა, რომ „მე ომებს არ დავიწყებ, მე კონფლიქტებს დავასრულებ“, ამან გამოიწვია ის, რომ უკრაინელებმაც კი, ბევრნი არიან შეერთებულ შტატებში, და პოლონელებმაც, პენსილვანიის შტატში, ტრამპს მისცეს ხმა”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
საქართველოსთან დაკავშირებით კი, მან აღნიშნა, რომ ხალხს აქვს ნდობა მმართველი გუნდის მიმართ, რომ მას შეუძლიათ მშვიდობის შენარჩუნება.
„არნახული ეკონომიკური ბუმია, საქართველო გავიდა პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ეკონომიკური ზრდით, მსოფლიო ბანკის მიხედვით. საქართველომ გაუსწრო აშშ-ს, საფრანგეთს, იაპონიას პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების თანასწორუფლებიანობის და თავისუფლების ინდექსით, მე-15 ადგილზე ვართ მსოფლიოში, შედარებისთვის – სააკაშვილის რეჟიმის დროს 89-ე ადგილზე ვიყავით“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ