არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან – კახა კალაძე ოპოზიციაზე

არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან – ოპოზიციაზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი.
„ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის შექმნაში. ეს უსამშობლო აგენტურაა წარმოდგენილი დღეს რადიკალური დაჯგუფების სახით. დღეს შეიძლება უთხრან, არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ხვალ, როგორც კი მიიღებენ მითითებებს, რომ კი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ადგებიან და თავჩაღუნულები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ; არ გააჩნიათ სამშობლო, მისი სიყვარული. როდესაც ხარ აგენტი, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!