არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება. საკითხი არის ძალიან სერიოზული. სერიოზული სიტუაციაა მთელს მსოფლიოში. გადახედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, -პალესტინის კონფლიქტს ვგულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე ამაზე, ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღე არ გადის, ხელისუფლებამ მორიგი “ტოპკა” არ დაურტყას გარე და შიდა მავნებლებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს დეზინფორმაციაზე, გაუმჭვირვალობაზე და თავისი აგენტოკრატების განწირულ ბოდვებზე აგებენ

პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გარანტია, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნაა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება მის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე