“არ აქვს მნიშვნელობა, ჰავაიში თუ ესპანეთში, თოფურიასთან ბრძოლა მსურს” – “მატადორის” რეაქცია გამოწვევაზე [VIDEO]

BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მსუბუქ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მაქს ჰოლოუეი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ, ბრძოლა კი ჰოლოუეის გამარჯვებით დასრულდა.
ჰოლოუეიმ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მას ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.
“ილია თოფურია მიყვარს, ესპანეთში თუ ჰავაიში… არ აქვს მნიშვნელობა, მასთან ბრძოლა მსურს”, – განაცხადა ჰოლოუეიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლოუეის მენეჯერმა განაცხადა, რომ მაქსს ილიასთან ჩხუბი სურს.
“რას გეგმავს მაქსი თუ გეიჯის დაამარცხებს? ბევრი ვარიანტი ექნება, თუმცა თოფურიასთან ჩხუბი სურს და თვლის, რომ მაგრად სცემს. ეს პირადად მაქსის სიტყვებია”, – განაცხადა ჰოლოუეის
მენეჯერმა.