არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია
არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეუთო/ოდირის მხრიდან და დამკვირვებლების მხრიდან კი არა, რომლებმაც პოზიციური შეფასებები გასცეს, არამედ, სახალხო ლეგიტიმაცია აქვს და ამ სახალხო ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის ასეთი პოზიცია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც პატრიარქი მმართველ გუნდს გამარჯვებას ულოცავს.
მდინარაძის განცხადებით, პატრიარქის ეს განცხადება, ერთი პატარა ეპიზოდია, ვინადიან მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრად უფრო დიდია. მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ილია მეორე პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი მხრიდან ალბათ შეფასებაც კი ზედმეტი იქნება. როცა სიმართლის, რეალობის და ჭეშმარიტების მხარეს, ისედაც მათ მსახურებაშია ეს გამჯდარი და ისედაც ასე ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში, მადლობაც კი ზედმეტია. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად არც ერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო მოღვაწეობას შეეხება.
ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი, რომელიც უნდა დავაფასოთ, დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ და მადლიერება გამოვხატოთ იმის გამო, თუ ამ ერთმა ადამიანმა რამდენად დიდი საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთ-ერთი პატარა ეპიზოდია ეს, რისთვისაც, ბუნებრივია, მე სუბიექტურად შეიძლება ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ უფრო დიდია მისი ღვაწლი, უფრო დიდია მისი ცხოვრება, მოღვაწეობა, პირდაპირ ვიტყვი – როგორც ცოცხალი წმინდანის და აღარასდროს უნდა მოგვერიდოს ამის თქმა და მისი პოზიცია ბუნებრივია, იყო ერთი-ორად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ