არჩევნებიდან 3 თვის შემდეგაც გორსა და კასპში “ოცნების” დეპუტატის ბანერები კიდია | ენმ დაჯარიმებას ითხოვს

საოლქო-საარჩევნო კომისიას “ქართული ოცნების” დაჯარიმებას სთხოვენ – მიზეზი მაჟორიტარ გიორგი სოსიაშვილის ბანერებია, რომელიც გორისა და კასპის ქუჩებში არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ, კვლავ განთავსებულია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელისუფლებო პარტია კანონს არღვევს, რადგან ის ვალდებული იყო არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ, ჩამოეხსნა საარჩევნო ბანერები.
“ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივმართეთ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა დააჯარიმონ პოლიტიკური სუბიექტი “ქართული ოცნება” კანონის უხეში დარღვევისთვის. […] გორელებს და კასპელებს ყელში ამოუვიდათ კუდ-ის და სუს-ის აგენტის ყურება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამახინჯებს ქალაქების იერსახეს”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, საკრებულოს წევრი.
გორი-კასპის მაჟორიტარის არჩევნები 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა სადაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო, მმართველი გუნდის კანდიდატმა, გორის უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ფაქტობრივად, უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.