არმაზ ახვლედიანი – “ოცნებას” ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი იმიტომ შემოაქვს, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა პროპაგანდისტული თემების მიღმაც გაღიმებულები დავრჩებით – სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს

მე არათუ მგონია, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ მშვიდობიანი და სამართლიანი ს პერსპექტივა არ გვაქვს , – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის თემა „ქართულ ოცნებას“ შემოაქვს, იმიტომ, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა მისივე თქმით, ბევრია საქართველოში ისეთი, ვისაც გზა-კვალს ვერ აურევენ.
„რა თქმა უნდა, წინა საარჩევნოდ „ოცნების“ წევრები არჩევენ თემებს, რაც მათ დამატებითი ქულების მისაღებად დაეხმარებათ. სხვა ქვეყნებშიც ასეთი თემებით, როგორიც ლგბტ პროპაგანდაა, ხშირად მანიპულირებენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, უფრო ნორმალურ ქვეყნებში არჩევნების თავისუფლებაა უზრუნველყოფილი. პროპაგანდისტული თემების მიღმაც გაღიმებულები დავრჩებით, თუ 2024-ის არჩევნები კარგად არ ჩატარდება, მაგრამ ამის შანსი უკიდურესად მცირეა. მე მეჩვენება, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის თემაც, მთელი თავისი აბსურდულობით, “ოცნებას” შემოაქვს იმიტომ, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა ბევრია საქართველოში ისეთი, ვისაც გზა-კვალს ვერ აურევენ.
მე არათუ მგონია, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 2020-შიც ასე ჩაატარა. 2020-ისგან განსხვავებით, ახლა საქართველო კანდიდატის წევრი ქვეყანაა, შესაბამისად ეს გვავალდებულებს, სხვაგვარად ვიმოქმედოთ. 9 აპრილიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ, ქართველი ადამიანები თავისუფლების დაკარგვას ვერ შეეგუებიან. თავისუფლების დაკარგვა აუცილებლად სუვერენიტეტის დაკარგვას არ ნიშნავს, თავისუფლების დაკარგვაა ისიც, როცა არ შეგვიძლია დამოუკიდებელ გარემოში გავაკეთოთ არჩევანი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში.