“არის რამდენიმე ცენტრი, რომლებმაც გამოვაცხადეთ, რომ შეგვიძლია მოვემსახუროთ აქციის მონაწილეებს“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ განაცხადა “ფორმულას“ ეთერში, განაცხადა, რომ შეუძლია მისი ცენტრი აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ მოემსახუროს.

ფისქოლოგმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ “ეს ჩიხი თავიდან ბოლომდე მთავრობამ შექმნა“.

“ხალხს შანსიც კი არ დაუტოვეს, რომ ვინმე დაიღალოს და წავიდეს სახლში, ეს აგრესია არ გიტოვებს ამის შესაძლებლობას. შეუძლებელია მშვიდად უყურო, როდესაც ვიღაცას თავში ურტყამენ წიხლებს. შეუძლებელია, როდესაც ხედავ ერთ ადამიანს ათი ურტყამს, არ გამოხვიდე და არ თქვა “გაჩერდით“, შეუძლებელია არ გამოხვიდე, იქნებ ვინმე მაინც დავიცვა ჩემი სიმრავლით. ეს ჩიხი მთავრობამ შექმნა თავიდან ბოლომდე

არის რამდენიმე ცენტრი, რომლებმაც გამოვაცხადეთ, რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეგვიძლია მოვემსახუროთ [აქციის მონაწილეებს]“.– განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას – პროკურატურის განცხადება