არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა

არგენტინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა.
წინასწარი შედეგებით მან ხმების დაახლოებით 56% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სერხიო მასამ კი, რომელიც მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო, 44%.
არჩევნები არგენტინაში ქვეყნისთვის რთულ დროს, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჩატარდა.
ხავიერ მაილი ქვეყნის BRICS ჯგუფში გაწევრიანების წინააღმდეგია, მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში, სურს გააუქმოს ცენტრალური ბანკი და ეროვნული ვალუტის დოლარით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის. ამასთან, ხავიერ მაილი, ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ბიუჯეტის ხარჯების სერიოზულ შემცირებას აპირებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთისა და ბრაზილიის „კომუნისტურ“ მთავრობებთან კავშირს გაწყვეტდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე