არგენტინის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, გამიმართლებს და მესის შევხვდები

არგენტინის პრეზიდენტმა მ Lanacion+-სთან ინტერვიუში მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეოსთან შეხვედრის შესაძლებლობას მოუთმენლად ელოდება.
“მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გავეცანი სტატიას სახელად “მესი წარმოუდგენელია”, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ არის ლეო საუკეთესო თამაშის ყველა ასპექტში.
არასდროს მქონია შანსი, რომ გავსაუბრებოდი. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან არგენტინელთან საუბარი.
რამდენიმე დღის წინ რომის პაპს შევხვდი, ასევე ნიდერლანდების დედოფალ მაქსიმას. იქნებ ისევ გამიმართლოს და მესისაც შევხვდე”, – განაცხადა მილეიმ.