არასამთავრობო სექტორში არსებული პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა USAID-ის სკანდალის შემდეგ – უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა

არასამთავრობო სექტორში არსებული პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა USAID-ის სკანდალის შემდეგ – უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მან ისაუბრა „გრანტების შესახებ“ კანონზე, რომლითაც საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ემსახურება იმას, რომ დაფინანსდნენ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა რეალურად ემსახურება სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.
„არასამთავრობო სექტორში არსებული პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა და საჯაროდ გახდა ცნობილი USAID-ის სკანდალის შემდეგ. ჩვენ უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ეს ბუნებრივია იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი არ იღებს პოზიტიურ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში იმ კუთხით, რა კუთხითაც მაგალითად გრანტების შესახებ კანონით არსებული ცვლილებებით, თვითონ სახელმწიფომ გადაწყვიტა, დაეფინანსებინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიზნები ეხება უშუალოდ სახელმწიფოს, ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პოსტი გააზიარა. „დიდებული იდეაა“ – მასკი ამ კომენტარით გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ „ენჯეოების“ გაუქმებით ამერიკელების პრობლემების უმეტესობა აღმოიფხვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ