არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტმა 49 ოპოზიციონერის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრების მანდატების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

საკითხი კომიტეტის შემდეგ პლენარულ სხდომას გადაეცემა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგებს არ აღიარებენ, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.
მათი სია:
მარიკა არევაძე, , თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, , , თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, , ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, , კობა ნაყოფია, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, , ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, , , ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.