ანი ანდრონიკაშვილი: …ახლა ვიღაცეებთან რომ დადიან გასაუბრებაზე, აფხაზეთი და სოხუმი ფოტოებით რომ იციან მხოლოდ

“გაზაფხულის პირველ დღეს არ უნდა ვწერდე, მაგრამ მომიწია, რადგან დღეს მივიღე შეტყობინება, რომ უარი მეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც 30 წლის მანძილზე არ მითხოვია, იმედად ვიტოვებდი, რომ დავბრუნდებოდით აფხაზეთში, თუმცა, ჯერ მხოლოდ ამინდის პროგნოზს გვატყობინებენ სოხუმში!!! ჰიდრომეტეოლოგიური ცენტრი ყოველთვის გამართულად მუშაობდა და მუშაობს, აი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ცხელი ხაზიც კი “დალოდინების” რეჟიმშია, აბა, სცადეთ და დარეკეთ 1505-ზე !!! წარმოგიდგენიათ, ცხელი ხაზიც კი არა აქვთ საკუთარი, ჯანდაცვისაა…

რაც მე 1 თვის მანძილზე გაჭირვებულ ხალხს ვუყურე, 2-3 სართულიანი სახლები რომ იძულებით დაატოვებინეს და ახლა ვიღაცეებთან რომ დადიან გასაუბრებაზე, და სოხუმი ფოტოებით რომ იციან მხოლოდ… დავდიოდი და ყოველ ჯერზე ფილმი “ცისფერი მთები” მახსენდებოდა, ყველაფერში ჯდება… იმდენი “გივი”ჰყავთ და იმდენი ვითომ საქმის მკეთებელი კაბინეტებში თბილად მოკალათებულები და კითხვა თუ დაუსვი— ხელებს ასავსავებენ – მე არ მეხებაო… ჩემნაირს რომ არ მიანიჭებ, სოხუმში დაბადებულს, ბაღშიც რომ იქ დავდიოდი… სიტყვით და საქმით რომ ვიბრძვი… საოჯახო ალბომიც რომ არ დაგვიბრუნეს ჩვენი სახლიდან, გადავაგდეთო…რა ვიცი, აბაა, დავბრუნდებით კი როდესმე, თორემ ეს “სტატუსი” ჩემთვის სულაც არაა სახარბიელო!!!

ქვევით ფოტოებზეც კი ჩანს რა დაფასებულებიც ბრძანდებიან, თავისი კაბინეტებიდან რომ გამობრძანდებიან… დათქმულ დროზე მისული, ამ ცივ მეტლახზე, ზამთარში, საათნახევარი ველოდე ჩემს რიგს… დასაჯდომიც არ არის, აი, თუ გული შეუწუხდება ვინმეს სამედიცინო კრესლო-საწოლი კი დგას!!! ძალიან კი მაინტერესებს კომისიის შემადგენლობა, თუმცა ზუსტად ვიცი მარტო თავის კეთილდღეობაზე მზრუნველები იქნებიან!!! რუქას მაინც სცენ პატივი, შელახულ-მიკუჭულ-მოკუჭული “დასტოინად” ჩამოკიდონ მაინც!!! აგერ უცხოელებმა საერთოდ არ “მიახატეს”!!!

მე ისევ თბილისელი დავრჩები, აი, ზოგიერთებს კი თბილისი ვერასოდეს “დაიმატებს” რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეთ თანამდებობრივად…” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, ანი ანდონიკაშვილი.