ანდრო ჭიჭინაძე – დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება – დოი, ყველაფერი წინ არის

ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის, – ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა წაიკითხეს.
ანდრო ჭიჭინაძე წერილით ასევე კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მიმართავს:
„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.
წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, – წერს ჭიჭინაძე წერილში.
ასევე მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს.
„რაც შეეხება ს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, – ნათქვამია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას