“ამ ცხვირპირდასისხლიანებული ახალგაზრდების ცოდვიდან ვერ ამოვა თქვენი შთამომავლობა”

“პაპუაშვილო, სიის გამოდებიდან ერთ საათში სცემეს ზუკა ბერძენიშვილი. ახლა კარგად მომისმინეთ, ის ტიტუშკები, შენმა რეჟიმმა რომ დაიქირავა და ფულს უხდის, აუცილებლად აგებენ სამართლებრივ პასუხს. აი, თქვენ მარტო სამართლებრივ პასუხს კი არ აგებთ, ისტორიაში შეხვალ, როგორც ჯალათები, 26 კომისარივით. ისიც გახსოვდეთ, რა სიხარულით შეხვდა ხალხი კიტოვანის ჩაძაღლებას. მისი დაჯგუფების წევრები კი გვარებითაც არავის ახსოვს. გახსოვდეთ, ვისაც აცემინებთ, იმას აძლიერებთ და გმირად აქცევთ, აი, იმ უბედური, დონდლო, უწიგნური და უბადრუკი ბიჭების მორალური გახრწნისთვის ყველაზე მკაცრად მოგეკითხებათ პასუხი. რა დღეში ხართ, სადამდე დაეცით, თქვენი შვილების თანატოლებს ბიძინას მილიარდებისთვის ასახიჩრებთ. სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, რას გასწავლიდნენ დედები, რას ეუბნებით მეგობრებს, როგორ უყურებთ თვალებში საკუთარ შვილებს.
ამ ცხვირპირდასისხლიანებული ახალგაზრდების ცოდვიდან ვერ ამოვა თქვენი შთამომავლობა,” –  წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .