“ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება” – ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა

ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა – “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, აფუძნებს “თავისუფლების ფონდს”, რომლის ანგარიში ინგლისში იქნება და შესაბამისად, ვერ დაყადაღდება:
“ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.
ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.
დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს”, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.
თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.
შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.
ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!” | წერს ჯინჭარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!