„ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა“ – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ

„ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა“ – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ. პრეპარატი საქართველოში გუშინ შემოვიდა და პირველ ეტაპზე, მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი მიიღებს.
მშობლების განმარტებით, დასაწყისისთვის შეირჩა მაღალ ასაკობრივ ზღვარზე მყოფი სამი ბავშვი და ერთი, კრიტიკული საჭიროების მქონე პაციენტი.
„პირადად მე, ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ დედას, ვისაც შვილის ავადმყოფობა აქვს, პირველ რიგში მათ ვეტყვი, რომ არასდროს არ დანებდნენ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – ამბობს ჟურნალისტებთან აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც