“ამ კადრიდან ერთ წელში ჩვენი პატარა გოგონა ჩვენთან იქნება” – რა ფოტოებს აქვეყნებენ ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი – Marao

ილია თოფურიას მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ამ კადრებიდან ერთ წელში მათ უკვე გოგონა ეყოლებათ: „როდესაც ამ ფოტოს ერთი წელი შეუსრულდება, ჩვენი შვილიც ჩვენთან ერთად იქნება“, – წერს ჯორჯინა ფოტოზე.
“გოგო გვინდოდა. პირველი ბიჭი მყავს, უგო. გოგო უნდოდა მასაც. და მინდაო. ბედნიერი, ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ღმერთის საჩუქარია ბავშვი… ქართულ ოჯახში ვარ გაზრდილი, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურით, ქართული ფასეულობებით. ყოველთვის ვიძახი, რომ გამჭრა, ქართული სისხლი ჩქეფს ჩემს ვენებში” – ამბობს ილია თოფურია „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში. ის 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩისთვის პრემიერ-მინისტრის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს შავი ქამარი ოფიციალურად წარუდგინა. ილია სამშობლოში მეუღლესთან ერთად იმყოფება, მასთან ერთად ათვალიერებს ქალაქს და დროს სასიამოვნოდ ატარებს. UFC-ის ქართველ ჩემპიონს ქვეყანაში დიდი სიხარულით დახვდნენ. აეროპორტში შეკრებილმა უამრავმა ადამიანმა მას მადლობა გადაუხადა დაუვიწყარი ემოციებისთვის და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. სითბო და სიყვარული გამოხატა ქომაგებისა და ქართველი ხალხის მიმართ თავად ილიამაც, შეხვდა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ ასეთ დახვედრას არ ელოდა: “ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი“.
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია თოფურიას წარსულიილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
· 2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
· 2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
· 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
· 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
· 2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
· 2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, Future and Energy ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.”ინსტაგრამზე”, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.
როგორც ცნობილია, ილიას პირველი ურთიერთობიდან უკვე ჰყავს ერთი შვილი, ვაჟი, ხოლო ის და ჯორჯინა ახლა გოგონას მოლოდინში არიან.