ამ თვეში ევროპის ჩემპიონატზე გავალთ თუ?! – ფინალისა და კვარაცხელიას მოლოდინში…

“რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს…

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ…” (იოსიფ ბროდსკი)

დადგა მარტი და საქართველოში უკვე ბევრს ფიქრობენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კიდევ ერთ შანსსა და თბილისში ჩასატარებელ, იმედია, ორ მატჩზე. ჯერ პლეი-ოფის ნახევარფინალზე გადავერთოთ, რომელზედაც დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა დასწრების მსურველი გაცილებით მეტია…
ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ. ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც
პროლოგში გამოვიტანეთ – დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობამ იცის, მათ შეუძლიათ ის, რაც მანამდე სხვებმა ვერ შეძლეს და პასუხისმგებლობა არც აკლიათ; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმლირდეს და შედეგი მოგვცეს!..
“ჯვაროსნებს” ტოპმეკარე ჰყავს…
ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.
თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი – არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.
ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა…

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს…
გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ.ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? – მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ…
გიორგი ჩაკვეტაძეზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი “საგანგებო მდგომარეობაზე” გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..