„ამსტერდამი უარს ამბობს ახალ სასტუმროებზე. ჩვენი მიზანია გავხადოთ და შევინარჩუნოთ ქალაქი კომფორტული მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის. ეს მოიცავს: ჭარბი ტურიზმის შეჩერებას, ახალი სასტუმროების აკრძალვას და სასტუმროებში ტურისტების რიცხვის 20 მილიონამდე შეზღუდვას,“ – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი.
ამსტერდამში ახალი სასტუმროს აშენების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი არსებული სასტუმრო დაიხურება, ასევე, თუ ახალი სასტუმრო უფრო თანამედროვე ან ეკოლოგიურად სუფთა (ეკომეგობრული) იქნება.