ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული – შალვა პაპუაშვილი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე

ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე , რომელიც ეხმიანება წყალტუბოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მათი პარტიის რაიონულიორგანიზაციის წევრი ერმილე გიგიაძე, ოპოზიციონერ აქტივისტითან მძიმე საუბრის შემდეგ გარდაიცვალა.
“ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.
ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – “მე ვესროლე” კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი. ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს.”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო