ალჟირში ბავშვთა სახლში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის დედაქალაქში, ბავშვთა სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.

დაშავებულია კიდევ 19 ადამიანი. ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე გაჩნდა.

ალჟირში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი სიცხეა, რაც ხანძრებს იწვევს. ბოლო 24 საათში ტყის 115 ხანძარი დაფიქსირდა.

ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა დაღუპულების ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარს „ტრაგიკული დანაკარგი“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი