ალექსანდრ სირსკი – რუსებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მიმდინარეობს ბრძოლა კიდევ ორისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით, ასევე გაუარესდა სიტუაცია ზაპოროჟიეს, ალექსანდრივსკეს და ჰულიაიპოლეს მიმართულებებით.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით. რთულ პირობებში, როდესაც მტერი დომინირებს, ჩვენი ქვედანაყოფები იგერიებენ თავდასხმებს უმეტესი მიმართულებით და აგრძელებენ ძებნა-დარტყმის ოპერაციებს გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით კუპიანსკის და სევერსკის რაიონებში. მტერი ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. დღეს ბრძოლების დაახლოებით 40 პროცენტი იქ მიმდინარეობდა. მტერი მუდმივად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს იქ“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა გაზარდა თავისი აქტივობა ზაპოროჟიეს ოლქში.
„სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ოლექსანდრივსკის და ჰულიაიპოლიეს მიმართულებით, სადაც მტერმა, ძალებისა და აღჭურვილობის რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით, სასტიკი ბრძოლებით წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, სამხრეთის ჯარების ჯგუფის ჯარისკაცები რივნეპოლიესა და იაბლოკოვოსთვის ბრძოლებს აწარმოებენ. ხდება შესაბამისი მხარდაჭერის ზომები მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო