ალექსანდრე კრევო-ასათიანი – საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე

საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ.
„საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე და პასუხი გასცეს “ქართული ოცნებისა” და რუსულ პროპაგანდას. არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ. ფაქტია, „ქართული ოცნება” უნდა მოშორდეს ხელისუფლებიდან და სწორედ ამისთვის გავიმარჯვებთ ერთიანობით 26 ოქტომბერს”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)