ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩავერთვებით, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად იქნება, ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაერთოს, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტის გარანტიებს მიიღებს.
„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა კიდევ უფრო გაართულა“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, არაღჩი ზაფხულში ბირთვულ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის წამყვანი მომლაპარაკებელი იყო. მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. რამდენიმე დღეში, 22 ივნისს კი ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”