ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: ეგ­რე­ვე სახ­ლში მო­ვარ­დნენ, მთაწ­მინ­და­ზე, ნიღ­ბე­ბით, 3-4 ბავ­შვი იყო

“მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, მის სახ­ლთან რამ­დე­ნი­მე ნიღ­ბი­ა­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნი მი­ვი­და.

“ეგ­რე­ვე სახ­ლში მო­ვარ­დნენ, მთაწ­მინ­და­ზე, ნიღ­ბე­ბით, 3-4 ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან ცუდი რომ ასეთ ასაკ­ში ასეთ რა­მეს აკე­თე­ბენ. და­ი­წყეს მო­ხატ­ვა, მე რე­აქ­ცი­აც კი ვერ მო­ვას­წა­რი, მე­ზობ­ლებ­მა ეგ­რე­ვე გა­ყა­რეს. ვე­ლო­დე­ბი ყვე­ლა­ფერს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან. არაფ­რის მე­ში­ნია, გიჟი არ ვარ. ახლა არის არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა თუ შეგ­ვათ­რე­ვენ რუ­სეთ­ში. ამას რო­გორც შე­მეძ­ლო წინ აღ­ვუ­დე­ქი და აღ­ვუდ­გე­ბი.

არც ხუ­ლი­გა­ნი ვარ და არც ძვე­ლი ბიჭი, უბ­რა­ლოდ, მე და­ვი­ბა­დე სა­ზი­ზღარ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და მინ­და ვი­ცხოვ­რო თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში. როცა ასე­თი შან­სი გვაქვს გამ­დიდ­რე­ბის, რა­ზეც ვოც­ნე­ბობთ 30 წელი, ევ­რო­კავ­ში­რის კარი გაგ­ვი­ღეს და ესე­ნი წიხ­ლით ხუ­რა­ვენ. მეც კაი გა­ვი­ლა­ხე ეგრე კი არაა, 10 კაცი მცემ­და. არა უშავს, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის გამო ვარ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ხან­და­ხან ნა­ცე­მი, სა­ქარ­თვე­ლოს გამო რომ მომ­ხვდა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა “მთა­ვარ არხთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც