აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ

სამთვიანი უშედეგო მიტინგის შემდეგაც კი, როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ გარდა ხალხი არ ცხოვრობს, ან თუ ცხოვრობს, მათ უფლება არა აქვთ ქვეყანას წარმოადგენდნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავს. აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, გუშინ, ოპოზიციის მიერ გამართულ მორიგ აქციას.
ანჯაფარიძის თქმით, ის აგრესია, რაც გუშინდელი ცალკეული მომიტინგეების მხრიდან მოდიოდა საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ, კარგად გამოხატავდა საერთო პათოსს.
” ამ დღეებში ჩვენი გულები და გონება სტიქიით დაზარალებულთა თანადგომით არის დაკავებული.
თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინდელ მდარე პოლიტიკურ სპექტაკლს და ნაპრეზიდენტალის ბოდვებს.
სამთვიანი უშედეგო მიტინგის შემდეგაც კი, როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ გარდა ხალხი არ ცხოვრობს, ან თუ ცხოვრობს, მათ უფლება არა აქვთ ქვეყანას წარმოადგენდნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავს. აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ. ის აგრესია, რაც გუშინდელი ცალკეული მომიტინგეების მხრიდან მოდიოდა საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ, კარგად გამოხატავდა საერთო პათოსს,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა