ადამიანი, თუკი მას გულწრფელი პროტესტი აქვს, დამერწმუნეთ, ე.წ. რკინის ნივთების და ჩაქუჩების სახლიდან წამოღებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს

„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ჩაქუჩებით, ცულებით და მეტალის სამუშაო იარაღებით, რომლითაც ლეწავენ და ამტვრევენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული. ეს ადამიანები ახლა დგებიან წინა პლანზე იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება პოლიციასთან, რათა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მსხვერპლი,” – ასე აფასებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს „ხალხის ძალის“ წევრი .
როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ წარმოაჩინონ სხვა რეალობა. მთავარი მიზანი კი იმის რაც ქუჩაში ხდება, არის ხელისუფლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება, რადგან, როგორც ქადაგიძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილა მსოფლიო პოლიტ-კონიუნქტურას.
„რეალობა არის გაცილებით სხვა. რეალობა არის რთული და საქართველოს წინაშე გაცილებით რთული გამოწვევები დგას, ვიდრე ის რაც ქუჩაში ხდება. ლიბერალური ფაშიზმის დასასრული მსოფლიოშიც დაიწყო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მიმდინარეობს ძალთა გადალაგება.
საქართველოში ამ ყველაფრის ბოლო ფაზას ვხედავთ, როცა შეიძლება მოხდეს ანგარიშსწორება ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც რეალურად ითხოვდნენ კიდეც. ოთხმა პარტიამ რა მოითხოვა – საქართველოს დასჯა იმისათვის, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ დაემორჩილა მსოფლიო პოლიტ-კონიუნქტურას, გლობალური ომის პარტიას და რეალურად ხელისუფლებაში არ მოიყვანა აგენტოკრატები.
ახლა ჩვენ ვხედავთ ამ დადგმულ სურათს, რომლის სათავეში არიან აგენტოკრატები, რომლებიც აკერმანისეული მეთოდებით ცდილობენ ამ ყველაფრის [აქციების] რევოლუციაში გადაზრდას. ადამიანები გამოდიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, კეკლუცობენ, ტელევიზიების წინ სურათს დგამენ. ისინი კონკრეტული დროის დადგომის შემდეგ ქრებიან ტელეეკრანებიდან და ტოვებენ გავეშებულ მასას.
მასას, თორემ ადამიანი, თუკი მას გულწრფელი პროტესტი აქვს, დამერწმუნეთ, ე.წ. რკინის ნივთების და ჩაქუჩების სახლიდან წამოღებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ჩაქუჩებით, ცულებით და მეტალის სამუშაო იარაღებით, რომლითაც ლეწავენ და ამტვრევენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული. ეს ადამიანები ახლა დგებიან წინა პლანზე იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება პოლიციასთან, რათა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მსხვერპლი,” – განაცხადა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო