Новая газета: ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იპოვეს

“ნოვაია გაზეტა” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ს ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში იპოვეს.
17 თებერვლის მდგომარეობით, მას ექსპერტიზა არ ჩატარებია, თუმცა გამოცემასთან წყარო ამბობს, რომ მას სისხლჩაქცევები აღენიშნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩალურჯებები, შესაძლოა, გულის არაპირდაპირი მასაჟის შედეგად იყოს გაჩენილი.
“როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე სასწრაფო დახმარების მუშაკს, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები, როგორც მათ აღწერეს, კრუნჩხვით ჩნდება,” – ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ს ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა.