Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს

უსაფრთხოება, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში – ეს Zeekr 9X-ია, ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid მოდელი. სრული ზომის SUV-ს საქართველოში სულ მალე „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ წარადგენს.

2.0 ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს. ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 380 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი ს“ კომერციული დირექტორი„Zeekr 9X ჰიბრიდულ ტექნოლოგიას კომფორტთან, უსაფრთხოებასა და მიმზიდველ დიზაინთან აერთიანებს. ახალი მოდელი არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის.

სრული ზომის SUV საქართველოში ძალიან პოპულარული სეგმენტია. ამიტომ, ვფიქრობთ, Zeekr-ის ახალი მოდელი ქართული ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და მომხმარებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. წლის ბოლოს ახალი მოდელის საქართველოში წარდგენა კი ბრენდის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარებს“.

ახალ Zeekr 9X 900-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემით არის წარმოდგენილი და მისი ბატარეა 20-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 9 წუთში იმუხტება, რაც კომფორტულ და უწყვეტ მგზავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ინტერიერიცა და ექსტერიერიც.

„მოდელის ვიზუალური მიმზიდველობა მართლაც თვალსაჩინოა – დახვეწილი ექსტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ინტერიერი კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სხვა არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, 9X-ის 47-დიუმიანი Head-Up Display მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

გამორჩეულია ამ მოდელის უსაფრთხოების სისტემაც – გვერდითი შეჯახების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად გადაიხრება საპირისპირო მხარეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმის ზიანს ავტომობილსა და მგზავრებზე“, – აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

ახალი მოდელის მიმართ ინტერესი დიდია – მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა, ბრენდმა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით ერთ საათში 45 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

„ზიკერ ცენტრი თეგეტაში“ წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. პირველი საჩვენებელი მოდელები შოურუმში წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მსურველები ტესტ-დრაივის დაჯავშნასაც შეძლებენ.

პრემიუმ კლასის ავტომობილი სამი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს პერსონალური კონფიგურაციის შექმნას – ფუნქციების შედგენას სურვილის მიხედვით. პრემიუმ კლასის ავტომობილის ღირებულება 85 ათასი დოლარის ეკვივალენტიდან დაიწყება ლარში.

ს“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.