YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კონტენტის წაშლა დაიწყო

YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დაბალხარისხიანი კონტენტის წაშლა დაიწყო.
The Verge-ის ინფორმაციით, პლატფორმიდან ორი მსხვილი არხი უკვე გაქრა. ვიდეომონტაჟის სერვისის, Kapwing-ის ანგარიშის თანახმად, YouTube-იდან წაიშალა არხი CuentosFacianantes, რომელსაც 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მისი ჯამური ნახვები კი 1,2 მილიარდს აღწევდა. ასევე, პლატფორმიდან გაქრა ანგარიში Imperio de Jesus, რომლის აუდიტორიაც 5,8 მილიონს აჭარბებდა.
არხების წაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც YouTube-ის გენერალურმა დირექტორმა, ნილ მოჰანმა, დაბალხარისხიანი -კონტენტის გავრცელების პრობლემაზე ისაუბრა. მომხმარებლებისადმი მიწერილ წერილში მან აღნიშნა, რომ ვიდეოჰოსტინგი გეგმავს შეამციროს ე.წ. -სლოპის (ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დაბალხარისხიანი კონტენტი) გავრცელება სპამთან და ქლიქბეითთან ბრძოლის სისტემის გაუმჯობესების გზით.
მანამდე Kapwing-მა განაცხადა, რომ YouTube-ზე ვიდეოების 20%-ზე მეტი „AI-ნაგავს“ წარმოადგენს. ასეთ არხებს ჯამში 220 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ, ნახვებმა კი 63 მილიარდს მიაღწია.
imedinews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…