YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სიუზან ვოიჩიცკი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და დიდი ხნის განმავლობაში Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან ვოიჩიცკი კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე დენის ტროპერი და Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი ავრცელებენ.
„ღრმა მწუხარებით გიზიარებთ სიუზან ვოიჩიცკის გარდაცვალების ამბავს. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ 26-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და ფილტვის კიბოთი 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ მე და ჩვენი 5 შვილი დაგვტოვა. სიუზანი არ იყო მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ცხოვრებაში, არამედ ბრწყინვალე გონების მქონე, მოსიყვარულე დედა და ბევრისთვის ძვირფასი მეგობარი. მისი გავლენა ჩვენს ოჯახზე და სამყაროზე განუზომელი იყო“, – წერს ვოიჩიცკის მეუღლე
„დამწუხრებული ვარ ჩემი მეგობრის სიუზან ვოიჩიცკის გარდაცვალების გამო. ის მნიშვნელოვანია Google-ის ისტორიისთვის და ძნელი წარმოსადგენია სამყარო მის გარეშე. ის იყო წარმოუდგენელი ადამიანი, ლიდერი და მეგობარი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე და მე ვარ ერთ-ერთი Google-ის წარმომადგენლებს შორის, რომელიც მისი გაცნობით უკეთესობისკენ შეიცვალა“, – წერს პიჩაი.