Yandex Go შშმ მომხმარებლებს ადაპტირებულ აპლიკაციას სთავაზობს

Yandex Go-მ, რომელიც ტაქსის გამოძახების (ride-hailing) ონლაინსერვისს წარმოადგენს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა: “პირველი ნაბიჯი – საქართველო”, თბილისის ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” და საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკეთესი მობილობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში. კომპანია ყოველთვიურად აწვდის ამ ორგანიზაციებს პრომოკოდებს, რომლებიც ფარავენ მგზავრობებს და ამანათების მიტანას.
ეს მგზავრობები განკუთვნილია შშმ პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, კომფორტულად იმგზავრონ სასურველ დანიშნულების ადგილამდე. პრომოკოდები ასევე შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სოციალური მუშაკების – მედიკოსების, ფსიქოლოგების თუ მოხალისეების მიერ.
Yandex Go-ს თანადგომა ეხმარება აღნიშნულ ორგანიზაციებს, შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მათ საშუალებას აძლევს, არსებული რესურსები უფრო კრიტიკული ამოცანებისკენ მიმართონ.
სერვისმა უკვე განახორციელა თავისი აპლიკაციის ადაპტირება შშმ პირებისთვის საქართველოში. ამიერიდან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, წინასწარ აცნობონ მძღოლებს კონკრეტული საჭიროებების შესახებ – მაგალითად, თუ ავტომობილში ჩაჯდომისას დახმარება ან ეტლისთვის საბარგულში ადგილი სჭირდებათ. ამასთან, მძღოლები იღებენ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობს ურთიერთობა ამა თუ იმ მგზავრთან: სიტყვიერად თუ ჩატის ფუნქციის საშუალებით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს შშმ მომხმარებელთა მგზავრობის ხარისხისა და კომფორტის გაუმჯობესებას საქართველოში, პარალელურად კი, შეამცირებს მგზავრობისას გაუგებრობის წარმოქმნის ალბათობას.
„მიგვაჩნია რომ ქალაქის მასშტაბით თავისუფლად და მოსახერხებლად გადაადგილების საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის მიზანია, უსასყიდლოდ დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც საავადმყოფოებსა თუ მაღაზიებში სიარული ან სხვა ყოველდღიური საქმეების შესრულება უწევს“, — აღნიშნა Yandex Go‑ს პრესსამსახურმა საქართველოში.
“უკვე 25 წელია, „პირველი ნაბიჯი“ არის იმედი და მხარდამჭერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის; ის ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს მათი ღირსეული ცხოვრება. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიებს, რომლებიც ამ მიზნის განხორციელებაში გვეხმარებიან და მხარში გვიდგანან. კომპანია „იანდექს“-ის მხარდაჭერით, ჩვენი სპეციალისტები იმ ათეულობით ბავშვს გაუწევენ მომსახურებას ბინაზე, რომელთათვისაც აღნიშნული სერვისი უმნიშვნელოვანესია. დავეხმარებით პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში“, – აღნიშნავს „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, გუჩი თავხელიძე”
Yandex Go‑ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე – Android-ზე ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
„პირველი ნაბიჯი — საქართველო“ – https://firststepgeorgia.org/

ასევე დაგაინტერესებთ