Yandex Go საქველმოქმედო კამპანია – „სიკეთის კვირეული“ – დაიწყო
24 ნოემბრიდან Yandex Go საქველმოქმედო კამპანიას „სიკეთის კვირეული“იწყებს . აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში, ტაქსის, საკვების და მიწოდების სერვისებიდან მიღებული სარგებელი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. შეგროვებული თანხა გადაერიცხებათ ბავშვთა ჰოსპისებს და ასევე ოჯახებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები იზრდებიან.
აქცია ეძღვნება ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს – „გულუხვი სამშაბათი“, რომლის მიზანიც, ყოველდღიურის სერვისების გამოყენებით საზოგადოების ჩართვაა კეთილ საქმეში .
კამპანიის ფარგლებში:
· •ტაქსის მძღოლებისა და კურიერების მიერ გავლილ ყოველ 10 კილომეტრზე Yandex Go გადარიცხავს 5 თეთრს;
· •საკვების სერვისში ყოველი 10 ლარიანი შეკვეთიდან — 50 თეთრი გადაერიცხება პარტნიორ ფონდს;
· •მომხმარებლისთვის მგზავრობისა და მიწოდების ღირებულება უცვლელი რჩება;
აღსანიშნავია, რომ Yandex Go-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,2024 წლის თებერვლიდან, საქართველოში მოქმედებს საქველმოქმედო მგზავრობებისა და მიწოდებების სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე განხორციელდა დაახლოებით 10 000 მგზავრობა.
Yandex Go მუდმივად ზრუნავს სერვისის ხელმისაწვდომობაზე.2023 წლის ნოემბერში ტაქსის სერვისს დაემატა სპეციალური შესაძლებლობების პარამეტრები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ მიუთითონ მგზავრობისთვის მნიშვნელოვანი პირობები.
მძღოლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას მგზავრის საჭიროებების შესახებ;
აღნიშნული პარამეტრების მონიშვნა ტარიფს არ ცვლის;
ამ ფუნქციის ამოქმედების შემდეგ, 5 700-ზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა 70 000-ზე მეტი მგზავრობა შეასრულა სპეციალური პარამეტრებით.




