Yandex Go-მ, სწრაფი მგზავრობისთვის, თბილისში ახალი ტარიფი – Line აამოქმედა

5 დეკემბრიდან Yandex Go-ს აპლიკაციით შესაძლებელი გახდა ახალი – Line ტარიფით სპეციალური მომსახურებით სარგებლობა. Line ტარიფის არჩევისას მოგემსახურებათ მანქანები, რომლებსაც შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინში მოძრაობა. ახალი ტარიფი საშუალებას მოგცემთ, უფრო სწრაფად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, განსაკუთრებით – პიკის საათებში.
მგზავრობა იწყება 3 ლარიდან. მაგალითად, ღვინის ქარხნიდან თავისუფლების მოედანზე მგზავრობის ღირებულება 4.1 ლარი იქნება და პიკის საათებშიც კი დაახლოებით 8 წუთი დასჭირდება, ხოლო სადგურის მოედნიდან ახალ ოლიმპიურ სასახლამდე მიხვალთ 10.9 ლარად და 17 წუთი დაგჭირდებათ, 35 წუთის ნაცვლად.
უფასო Yandex Go აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
bpn.ge