Yandex-მა რუსული ბიზნესი 475 მლრდ რუბლად გაყიდა – ერთ-ერთი მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდია

ჰოლანდიურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა. ამის შესახებ Yandex-ის პრესსამსახური იტყობინება.
მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში. 2024 წლის 31 ივლისამდე ჰოლანდიურმა კომპანიამ უნდა შეცვალოს სახელი და შეწყვიტოს რუსული ბიზნესის ბრენდების გამოყენება.
МКАО -ს მთავარი მფლობელი იქნება დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი „Консорциум.Первый“ Yandex-ის მენეჯერების ხელმძღვანელობით (კომპანია არ ასაჯაროებს თუ რომელი მენეჯერები იქნებიან აქციონერთა შორის), სხვა მეპაიეები ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდ Leta Capital-ისა და ჯგუფ LUKOIL-ის სტრუქტურები, ასევე, დეპოზიტარ Infinitum-ის ხელმძღვანელი, პაველ პრასი და მეწარმე ალექსანდრე რიაზანოვი იქნებიან.

ვინ არის ალექსანდრე ჩაჩავა

ალექსანდრე ჩაჩავა 1979 წელს თბილისში დაიბადა. 14 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა. დაამთავრა მოსკოვის სურსათის წარმოების სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციის დამუშავებისა და კონტროლის ავტომატური სისტემების სპეციალობით. მუშაობდა საგამომცემლო სახლ „კომპიუტერში“ (1999-2003), შემდეგ RBC მედია ჰოლდინგში წამყვან ანალიტიკოსად და მონაწილეობდა ჰოლდინგის IPO-ს მომზადებაში.
ჩაჩავა არის სერიული მეწარმე და ინვესტორი, ვენჩურული ფონდის LETA Capital-ის მმართველი დირექტორი, რომელიც ინვესტირებას ახდენს რუსულენოვანი მეწარმეების ტექნოლოგიურ პროექტებში. 2003 წელს ჩაჩავამ ორ პარტნიორთან, ანტონ სოკოლოვთან და სერგეი პილცოვთან ერთად შექმნა კომპანია LETA, საწყისი კაპიტალით $5000. ხუთი წლის შემდეგ, LETA შევიდა CNews-ის რეიტინგში ს ტოპ 50 უმსხვილესი IT კომპანიას შორის.
2005 წელს ალექსანდრე ჩაჩავამ დააარსა საერთაშორისო ანტივირუსული კომპანია ESET-ის რუსული ოფისი; ხოლო 2008 წელს ჩამოყალიბდა Leta Group ჰოლდინგი, რომელმაც გააერთიანა რამდენიმე კომპანია, მათ შორის Leta, ASK, Damask, Avanpost და ა.შ. 2012 წელს ჩაჩავამ დააარსა პირველი ვენჩურული ფონდი Leta Capital Limited, რომელიც მუშაობს evergreen-მოდელზე ($25 მილიონი დოლარი). ). ექვსი წლის შემდეგ ალექსანდრე ჩაჩავამ მეორე ვენჩურული ფონდი Leta Capital l (50 მილიონი დოლარი) მოიზიდა. დღეისათვის Leta Capital-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 20-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის inDriver, Double Data, Wakie, Bright Box, Unomy, MyBuddy და Novakid.

ასევე დაგაინტერესებთ