Yandex-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

Yandex-ი, რომელსაც ერთ დროს ს Google-ს უწოდებდნენ, ქვეყანაში წამყვან საძიებო სისტემად ყოფნის გამო, რუსეთს სრულად დატოვებს და იქ არსებულ თავის აქტივებს დაბალ ფასში, $5.2 მილიარდ დოლარად გაყიდის – რასაც ეპოქის დასასრულად მიიჩნევენ.
ჰოლანდიაში განთავსებულმა Yandex-ის “მშობელმა” კორპორაციამ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსეთის შიგნით Yandex-ის ოპერაციების მართვას გადაიბარებს “მყიდველთა კონსორციუმი”, რომელიც მოიცავს კომპანიის მენეჯმენტს, ნავთობის გიგანტ კომპანია Lukoil-თან დაკავშირებულ საინვესტიციო ფონდს და კიდევ სამ ბიზნესმენს. კერძოდ, კორპორაცია გადაიბარებს Yandex-ის მოგების მომტანი ბიზნესების უდიდეს წილს – მათ შორის საძიებელ სისტემას და ინტერნეტ-შოპინგის, რეკლამის, საკვების მიწოდების, ტაქსების, რუკების და სხვა სერვისებს. ჰოლანდიური კომპანია კი შეინარჩუნებს რუსეთთან კავშირის არმქონე რამდენიმე ბიზნესს, მათ შორის ოპერაციებს cloud-ში და პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიების საკითხში.
ფასი, რომლითაც კომპანია აქტივებს ყიდის, ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ 50-პროცენტიან ფასდაკლებას, რომელიც მიემართება რუსეთის დატოვების პროცესში მყოფ, ე.წ. “არამეგობრული ქვეყნების” კომპანიათა ქონებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს