XI მოწვევის პარლამენტის სხდომას მეუფე შიო არ ესწრება

XI მოწვევის პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც “ოცნება” სრულ იზოლაციაში ატარებს, მეუფე შიო არ ესწრება. სასულიერო პირების წარმომადგენლებიდან სესიაზე მხოლოდ საპატრიაროს პრესსასახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, მამა გიორგი ზვიადაძე და მამა მიქაელ ბოტკოველი იმყოფებიან.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)