მარტი არის თვე, რომელიც ეძღვნება ქალთა დღესასწაულებს, მათ მიღწევებს, სიძლიერეს და ფასდაუდებელ წვლილს ჩვენს საზოგადოებაში.
X2 Development-ში გვჯერა, რომ ქალები იმსახურებენ გამორჩეულ პატივისცემას და განვითარების შესაძლებლობებს ყოველდღე და არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ქალებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უწევთ სხვადასხვა როლის შეთავსება: დედის, ინოვატორის, ხელოვანის, ბიზნესმენის, ემიგრანტის და უბრალოდ ძლიერი ქალის.
ყველა ქალის ოცნებაა მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ინვესტიციების განხორციელება… ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი, მარტის თვის განმავლობაში, „X2 Development“-ი, უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ქალებისთვის შესაბამისს აქციას აანონსებს.
ქალები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იქნებიან ბინის შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, კომპანია „X2 Development“-ი 8%-ამდე ფასდაკლებას სთავაზობს.
კომპანია აქციის ფარგლებში, 3 მიმდინარე პროექტს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისგან კლასისა და მდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან.
ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ მათთვის იდეალური ბინა: საბურთალოზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს Kazbegi Residence-ში და დაზოგონ 50 000 ლარამდე თანხა; დიდუბეში არსებულ მრავალფუნქციურ უბან RiverFront Residence-ში ისარგებლონ 38 000 ლარამდე ფასდაკლებით, ხოლო კომფორტ კლასის საცხოვრებელ კომპლექს ZenX Dighomi-ში მიიღონ 32 000 ლარამდე შეღავათი.
ბინის შეძენის მსურველებს, აქციით სარგებლობა მთელი მარტის თვის განმავლობაში შეუძლიათ.
(R)
