Wyndham Grand Residences Tbilisi – „ალიანს ჯგუფმა“ თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების პროექტი წარადგინა

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ალიანს ჯგუფს”, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ამერიკულ სასტუმროთა ქსელ Wyndham Hotels & Resorts-სა და მსოფლიოში ყველაზე დიდ მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად “ალიანს ჰაილაინის” C თაუერში განახლებული ბრენდითა და გაუმჯობესებული სტატუსით თბილისში პირველი, ექსკლუზიური Wyndham Grand Residence-ის საინვესტიციო რეზიდენციები განთავსდება, ხოლო კომპლექსს მენეჯმენტს Aimbridge Hospitality EMEA გაუწევს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ალიანს ჯგუფის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ, Wyndham Hotels & Resorts-ის ს, ცენტრალური აზიის და CIS ქვეყნების დეველოპმენტის დირექტორმა სერგეი ეგოროვმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა.
Wyndham Hotels & Resorts 90-ზე მეტი ქვეყნის 9300 სასტუმროს აერთიანებს და გლობალური სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი სასტუმროთა ქსელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის გამოცდილებას ქმნის თითოეული დამსვენებლისთვის.
Aimbridge Hospitality EMEA მულტინაციონალურ სასტუმროების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც გლობალური პროტფელის სახით 1500-მდე სასტუმროს აერთიანებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, 1-ელ მარტს თბილისში დედაქალაქის პირველი ბრენდული რეზიდენციების – Wyndham Grand Residence Tbilisi-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს “ალიანს ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტმა დიმიტრის მანიკისმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა.
“ამ ბრენდების შემოსვლა საქართველოში პირველ რიგში ძალიან გამორჩეული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. ვამაყობთ, რომ ეს ჩვენი გავლით მოხდა. აღნიშნული პარტნიორობა საინვესტიციო მომხიბვლელობას ზრდის როგორც ჩვენი პროექტის, ასევე საერთაშორისო ინვესტორების წრეშიც”, – განაცხადა თემო ბიწაძემ და ბრენდული რეზიდენციების გაყიდვების დაწყება მარტის ბოლოდან დააანონსა.
ბრენდული რეზიდენცია უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს გონიერი ინვესტორისთვის. ის უმეტესწილად ფორმირებულია მაღალი სტანდარტის სასტუმრო ბრენდთან კოლაბორაციით და მდებარეობს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე.
“ალიანს ჰაილაინი” იქნება პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისში, რომელიც ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციით მსგავსი ტიპის ბრენდულ რეზიდენციას წარადგენს და დაინტერესებულ პირებს პორტფელის დივერსიფიცირებას ყველაზე მაღალი სეგმენტის უძრავ ქონებაში შესთავაზებს.
ბრენდული რეზიდენციის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი უნიკალური საინვესტიციო ბიზნეს მოდელია. უფრო კონკრეტულად, Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ინვესტორი განსხვავებით საინვესტიციო აპარტამენტის მესაკუთრისგან, შემოსავალს იღებს როგორც პროექტის ინფრასტრუქტურისგან, ასევე საერთო სანომრე ფონდის მეშვეობით გენენერირებული მოგებიდან. შესაბამისად, ბრენდული რეზიდენციის მესაკუთრე სანდო რეპუტაციის, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების სრულფასოვანი თანაინვესტორი ხდება.