WU19 | ლუქსემბურგი 1:1 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გამართა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა სასტარტო შეხვედრა ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ დაასრულა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნინიკო ჩხეტიანმა გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 5 აპრილს გამართავს, ხოლო 8 აპრილს, ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში