WSJ: IDF ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ს თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. გამოცემის ცნობითვე, ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია სულ მცირე ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში.
ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზაში ჯერ კიდევ რჩებიან ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლები.
ღაზის სექტორის მიწისქვეშ გვირაბების ფართო ქსელის საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა.